მთავარ კონტენტზე გადასვლა

მომსახურების პირობები

ბოლო ცვლილების თარიღი: 13 ივნისი, 2020

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ამ ვებ-საიტის, https://DocNet.ge, გამოყენების წესებსა და პირობებს. ამ ვებსაიტის მფლობელი და განმკარგველი არის შ.პ.ს ილეკრო.

ეს "პირობები" წარმოადგენს ამ ვებ–საიტის საშუალებით შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისების წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ იურიდიულ შეთანხმებას შ.პ.ს ილეკროსა და თქვენს შორის.

ამ ვებ-საიტის გამოყენებით, თქვენ უშუალოდ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ამ ვებ-საიტის გამოყენება.

https://DocNet.ge-ის მიერ მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დამუშავება რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც ამ წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია და ამ პირობებისა და პირობების შესახებ თანხმობის გამოხატვით, თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკასაც.

წესებსა და პირობებში ცვლილებები

შ.პ.ს ილეკრომ შეიძლება საკუთარი შეხედულებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს გადახედოს ამ წესებსა და პირობებს. თუ პირობები შეიცვალა, ის ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და მოცემული ცვლილების თარიღი განახლდება. შესწორებული წესები და პირობები ძალაში შედის ცვლილების თარიღიდან (თუ სხვა თარიღი არ არის უშუალოდ დაკონკრეტებული). ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ამ ვებსაიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ყველა ცვლილებას.

საიტის მომსახურებით სარგებლობა

ამ საიტის ფუნქციონალობის გამოსაყენებლად, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიში, სადაც მოგეთხოვებათ პირადი ინფორმაციის შეყვანა. ვებსაიტზე წვდომისას გამოყენებული ანგარიშის დეტალების დაცვა თქვენი მოვალეობაა. თუ თქვენი ანგარიშით არავტორიზებულმა პირმა ისარგებლა, მაგალითად, თუ ვინმემ შეძლო თქვენი პაროლის გარკვევა, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ ელ-ფოსტით [email protected] მისამართზე.

https://DocNet.ge-ის პლატფორმა შუამავლის როლს ასრულებს თქვენსა და სამედიცინო მომსახურების სერვისებს შორის. შ.პ.ს. ილეკრო დამოუკიდებელია იმ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისაგან, რომლებიც უშუალოდ სწევენ ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის მოსახურებას https://DocNet.ge-ის საშუალებით. შესაბამისად, შ.პ.ს. ილეკრო არ არის პასუხისმგებელი ამ ორგანიზაციების ქმედებებზე, მათ მიერ გაწეული კონსულტაციის შინაარსსა და ხარისხზე.

ამ საიტზე დარეგისტრირებით თქვენ ადასტურებთ:

  1. თქვენ ხართ მინიმუმ თვრამეტი (18) წლის
  2. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა და უფლებამოსილება შეხვიდეთ იურიდიულ შეთანხმებაში შ.პ.ს. ილეკროსთან
  3. ინფორმაცია, რომელიც https://DocNet.ge-ს შეიყვანეთ რეგისტრაციისას, ზუსტი და სრულყოფილია
  4. თქვენ დაიცავთ ამ ვებ-საიტების გამოყენების ყველა წესსა და პირობას
  5. თქვენ არ შეფერხებთ მესამე მხრის მიერ ამ საიტის გამოყენებას
  6. თქვენ არ შეაფერხებთ https://DocNet.ge-ის ან სერვისის მიმწოდებლების უსაფრთხოების ზომებს
  7. თუ თქვენს მიერ ამ საიტზე მოწოდებული ინფორმაცია შეიცვლება, არაზუსტი ან სხვაგვარად შეცდომაში შემყვანი გახდება, შეცვლით შესაძლებლობისთანავე თქვენი პროფილის გვერდზე.
  8. თქვენ აცნობიერებთ, რომ https://DocNet.ge-ის შუამავლობით განხორციელებულ სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დაზღვევა არ ფარავს
  9. ამ საიტის მომსახურებას იყენებთ მხოლოდ თქვენთვის ან 18 წლამდე მიუღწეველი ბავშვისთვის, რომლის მეურვეც ხართ
  10. თქვენ აღიარებთ, რომ თქვენს მიერ, ან თქვენი სახელით სხვა პირების მიერ გადახდილი თანხა, არ წარმოადგენს შ.პ.ს. ილეკროს მიერ უშუალო სამედიცინო მომსახურების ვალდებულების სანაცვლო გადასახადს

თუ თქვენ დაარღვევთ ამ წესებსა და პირობებს, შეჩერდება ამ ვებსაიტის გამოყენების შესაძლებლობა შეგიჩერდებათ. შ.პ.ს. ილეკრომ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს თქვენი წვდომა ვებსაიტზე, ან მის რომელიმე ნაწილზე, ნებისმიერი მიზეზის გამო, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. გარდა ამისა, შ.პ.ს. ილეკრო არ არის პასუხისმგებელი თქვენი, ან მესამე მხარის წინაშე შეწყვეტის გამო გამოწვეული ზიანისთვის.

აკრძალული გამოყენება

ამ საიტის გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • არ დაგზავნით ან სხვაგვარად გადასცემთ ნებისმიერ მავნე, უკანონო, შეურაცხმყოფელ ან ცილისმწამებლურ მასალას.
  • არ დაგზავნით ან სხვაგვარად გადასცემთ ისეთ მასალას, ე.წ. "ვირუსს", ნებისმიერი სხვა კომპიუტერული კოდს, ფაილს ან პროგრამას, რამაც შეიძლება ამ ვებგვერდზე წვდომის შეფერხება, პროგრამული უზრუნველყოფის გაფუჭება, ან მის კომპიუტერთა დაზიანება გამოიწვიოს
  • არ ფამოიყენებთ ამ ვებსაიტის მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დარღვევით, ან სხვა რაიმე ფორმით, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებსაიტს, ან რომელიმე პირს;
  • არ დაგზავნით და გადასცემთ რეკლამას ან სხვა სარეკლამო მასალას
  • არ გააყალბებთ თქვენს პირად ინფორმაციას
  • არ შეუზღუდავთ და შეუშლით ხელს სხვა ნებისმიერი ადამიანს ამ ვებსაიტების გამოყენებას
  • არ გაამჟღავნებთ ან შეაგროვებთ ინფორმაციას ამ საიტის სხვა მომხმარებლებზე
  • არ ეცდებით მოიპოვოთ არავტორიზებული წვდომა სხვა მომხმარებელთა ანგარიშებზე, პირად ან სხვა ინფორმაციაზე
  • არ ეცდებით მოიპოვოთ არავტორიზებული წვდომა ამ საიტთან დაკავშირებულ კომპიუტერებსა თუ სხვა საიტებზე
  • არ გამოიყენებთ ავტომატიზირებულ სისტემებს ან ბოტებს იმგვარად, რომ მათ https://DocNet.ge-ის და მასთან დაკავშირებული სიტემების სერვერებზე უფრო მეტ მოთხოვნას გამოაგზავნოს მოცემულ პერიოდში, ვიდრე ადამიანს შეუძლია ჩვეულებრივი ვებ–ბრაუზერი გამოყენებით წარმოქმნას იმავე პერიოდში
  • არ მისცემთ ნებას სხვა პირებს გამოიყენონ ეს ვებ-გვერდი თქვენი რეგისტრაციით ან შესვლის შესახებ ინფორმაციის საშუალებით
  • არ შეცვლით ამ ვებ-საიტზე გამოქნებულ კონტენტს
  • არ დააარღვევთ https://DocNet.ge-ის უსაფრთხოების ან აუთენტიფიკაციის ზომებს
  • არ დაეხმარებით ნებისმიერ პირს, რომელიც ზემოაღნიშნულ რომელიმე საქმიანობაში მონაწილეობს

მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია

წინამდებარე პირობები და წესები რეგულირდება საქარველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პირობების ან მასთან დაკავშირებული მომსახურების თაობაზე, განსახილველად უნდა წარედგინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

გვერდის დასაწყისში დაბრუნება